Hello Steven !
You have 3 new messages
სახელოსნო "სკივრი" წარმოგიდგენთ საჭადრაკო კუთხეს "ZUGZWANG"
კომპლექტი შედგება მაგიდის, ორი სავარძლისა და სანათისგან. მაგიდა და სავარძლები დამზადებულია მასიური ხისგან და შემკობილია ლითონის დეტალებით. მაგიდის ზედაპირზე ჩასმულია საჭადრაკო დაფა და დაფარულია ეპოქსიდით.
კომპლექტს თან ახლავს სხვადასხვა კალიბრის ვაზნებისგან დამზადებული საჭადრაკო ფიგურები და შესანახი ზარდახშა.
სანათი დამზადებულია რკინისგან, გამოყენებულია მეხანძრის ანტიკვარული შლემი.